რუსული რეჟიმი

მდინარაძე: ხელიც რომ შეგვეშალოს და 2-3 წლით დაგვაგვიანდეს EU-ში, ლგბტ კანონს არ გავაუქმებთ

არ არის ერვოპული ღირებულება, როცა ჩვენ მოგვიწოდებენ ლგბტ კანონის გაუქმებისკენ.

ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით, ჩვენ სხვანაირ ევროპაში გვინდა.

დარწმუნებული ვარ, კონსერვატიული ძალები გაიღვიძებენ ევროპაში და ბევრგან ეს ასე არ არის, საწმუხაროდ და მიხვდებიან - ტრადიციული, ქრისტიანული, ეროვნული ღირებულებები თავისი ქვეყნის რეალური მენტალობიდან გამომდინარე, ბევრ ევროპულ ქვეყანაში კიდევ უფრო დაფასებული გახდება, ვიდრე ეს დღეს არის და ვერავინ გაბედავს, რომ საქართველოს მოუწოდოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი გააუქმოს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გააუქმოს, რასაც არ ვიზამთ.

თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ევროპული ღირებულებაა ლგბტ პროპაგადა, ჩვენ ამ ღირებულებებს არ გავითვალისწინებთ არასდროს - ხელიც რომ შეგვიშალოს დროებით რაღაცაში, ჩვენ ამ “ღირებულებას” არ გავითვალისწინებთ.

გვირჩევნია 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს არასდროს გავაუქმებთ.

5 წელიც დავიცდით, უფრო გვიან მოვა ჩვენთან სამართალი, ოღონდ ასეთ ღირებულებებს, რაც რეალური, ეროვნული ტრადიციულია არ დავთმობთ და არ გავწირავთ საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილურ-პოლიტიკური მიზნებისთვის.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ

კომენტარები