კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარიტვებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რუს და ქართველ ერს შორის დიალოგი "არც შემწყდარა". მისივე თქმით, "სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები" და "ჰუმანიტარული ურთიერთობები"ორი სხვადასხვა რამეა.
"სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები - ეს ერთია, ხოლო ჰუმანიტარული ურთიერთობები, როცა საუბარია ერთა შორის დიალოგზე - ის, არსებითად, არც შემწყდარა. თქვენ იცით, რომ ჩვენთან ქართული დიასპორა საკმარისად დიდია, ჩვენი ტურისტები იქ მიემგზავრებიან. ეს ნორმალური პროცესებია". - თქვა პესკოვმა.
მანამდე, პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოებას ხელი მოაწერა.
ახალი საბუთის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში უვიზოდ შესვლა 90-ზე მეტი დღით და სამუშაო მიზნებისთვისაც შეუძლია. აქამდე უვიზო რეჟიმი 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენას, განათლების მიღებისა და სამუშაოს მიზნით შესვლას არ ითვალისწინებდა.





