რუსეთი-საქართველო

ზახაროვა: თბილისმა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის მტკიცე არჩევანი გააკეთა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გააღრმაოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რაც, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

"გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააგოს. მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ" - თქვა მან.

ზახაროვას თქმით, მოსკოვი "ღიაა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის" ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

"თბილისმა მტკიცე და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის სასარგებლოდ, და მე დავამატებდი - საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდაც" - განაცხადა დიპლომატმა.

კომენტარები