რუსული რეჟიმი

სამხარაძესა და ბოჭორიშვილს ზესტაფონის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "ზესტაფონობისთვის" მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ქართული ოცნების ორი დეპუტატს, ნიკოლოზ სამხარაძეს და მაკა ბოჭორიშვილს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ. 

ზესტაფონის მერიის ცნობით, ქალაქის საპატიო მოქალაქის სტატუსი 11 პირს მიენიჭა:

  • მანანა კახიძე (მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი)
  • რუბენ ჩინჩალაძე (ინჟინერ - მშენებელი)
  • გიორგი კობახიძე (ექიმი ოტორინოლარინგოლოგი)
  • კოტე ბოჭორიშვილი (ექიმი მეან - გინეკოლოგი)
  • მაკა ბოჭორიშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
  • ნიკოლოზ სამხარაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
  • ალექსანდრე გურგენიძე (ღვაწლმოსილი ენერგეტიკი)
  • ივანე კალანდაძე (მეხანძრე - მაშველი)
  • უსეინ მიქაბერიძე (ღვაწლმოსილი იურისტი)
  • ლამარა წაქაძე (ღვაწლმოსილი ექთანი)
  • გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების მეკარე)

 

კომენტარები