რუსული რეჟიმი

კალაძე: ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას?

მისი მხრიდან, უბრალოდ წარმოადგენელია ამ ტიპის განცხადებები. 

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას?!

არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება - აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს.

ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ. უბრალოდ, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა და რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან კონსულტაციების გაახლებაზე.  

გუშინ, 5 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში განაცხადა, რომ მას პრემიერმინისტრის კანდიდატურა შერჩეული ჰყავს, ხოლო  ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან კონსულტაციებს ორშაბათიდან განაახლებს.

კომენტარები