ბათუმში ჩამოვედით, რათა მოვინახულოთ ის ოთხი პროექტი, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ვმუშაობთ. პირველი პროექტი, რომელიც ვნახე არის აგრარული კოოპერაცია, რომლითაც ფერმერებს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ხილის გასაყიდად საჭირო მანქანა-დანადგარები გადავეცით. ასევე, მოვინახულეთ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, რომელიც აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დახმარებას უწევს. წუხელ, დავესწარით კონცერტს, რომელიც ერთკვირიანი ვოქშოფის კულმინაცია იყო და ჩამოვიყვანეთ ამერიკელი გოსპელის მუსიკის ექსპერტი ქართველ პოლოფონიურ მომღერლებთან სამუშაოდ. შესაბამისად, კონცერტზე ჩვენ მოვისმინეთ შესანიშნავი ქართული პოლიფონია და ამერიკული საეკლესიო სიმღერა. დღეს მე ძალიან მიხარია, რომ ბათუმის ამერიკული ცენტრის ხელახლა გახსნაზე ვიმყოფები. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, ბიბლიოთეკასა და ქალაქის მერს იმ სამუშაოსთვის, რაც ამერიკული ცენტრის განახლებაში ჩაიდო. აქ იკრიბებიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, ძირითადად ახალგაზრდები, რათა ისწავლონ ამერიკული კულტურა, ინგლისური ენა, განიხილონ იდეები და ისაუბრონ სამოქალაქო ჩართულობაზე.
და მე მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი, რაც ახლა ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა - ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში.
ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი.





