აშშ-საქართველო

ვაშაძე აშშ-ს სამხედრო ბაზაზე: ინფორმაცია სიმართლეა, არაერთ შეხვედრაზე გვქონდა მინიშნებები

მთავარ არხზე გავიდა ინფორმაცია ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს დახმარებოდა თანამედროვე შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით, მე ჩემი მხრივ მინდა დავადასტურო ეს ინფორმაცია, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, არაერთ შეხვედრაზე, მათ შორის ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს, ჩვენ გვქონდა მინიშნებები ამ საკითხზე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 2021 წელს მმართველმა გუნდმა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომ უარყო.

კომენტარები