პრიგოჟინის მკვლელობა

ზელენსკი: პრიგოჟინი პუტინმა მოკლა, ყოველშემთხვევაში ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის ინფორმაციით, პრიგოჟინი პუტინმა მოკლა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, სამიტ იალტაზე ისაუბრა.

"პუტინი ჩაიფუშა – როგორც ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი. მან მოკლა პრიგოჟინი – ყოველშემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა პრიგოჟინის ლიკვიდაციას აღიქვამს, როგორც "ერთი ტერორისტით ნაკლებს", ამავდროულად, მისი შეფასებით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი ამოფარებულნი იყვნენ ვაგნერელებს, რომლებსაც ფრონტის წინა მხარეს უშვებდნენ, უკან დასაბრუნებელ გზას კი არ უტოვებდნენ.

"ვფიქრობ, რომ თავდაცვა, რომელიც ამოფარებული იყო დაქირავებული ვაგნერელების სიცოცხლეს – მათ დაკარგეს. ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პლუსია". - თქვა ზელენსკიმ.


23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები