პრიგოჟინის მკვლელობა

პრიგოჟინის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა სხეულებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს – პუტინი

Mikhail Metzel/POOL/TASS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის გარე ზემოქმედებით არ ჩამოვარდნილა.

"ვიცი, ჰაერშია გამოკიდებული შეკითხვა, რა მოუვიდა კომპანიის ხელმძღვანელობას. ჩვენ ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ, საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ზუსტად რამდენიმე დღის წინ ანგარიში ჩამაბარა. ავიაკატასტროფაში დაღუპულების სხეულებში აღმოჩენილია ხელყუმბარის ფრაგმენტები. გარე ზემოქმედება თვითმფრინავზე არ ყოფილა, ეს უკვე  რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ფაქტია". - თქვა პუტინმა.

მანვე დასძინა, რომ "სამწუხაროდ" დაღუპულების სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების არსებობაზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა. მისი თქმით, მსგავსი ექსპერტიზა განსაკუთრებით აუცილებელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პეტერბურგში პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას 10 მილიარდ ნაღდ ფულთან ერთად, 5 კილოგრამი კოკაინიც იპოვეს.


23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლშიც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები