სტიქია შოვში

ქადაგიშვილი: შს მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს

ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა. 

"რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული".- ამბობს დეპუტატი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურს ინტერპელაციის წესით საკანონდებლო ორგანოში იბარებს. ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა წერილი. პარტიას მინისტრთან კითხვები რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით აქვს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ამ დრომდე მაშველებმა 25 ცხედარი იპოვეს, მათგან 20 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ 8 ადამიანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონის ძირითადი ნაწილი შემოწმებულია და დაახლოებით 25-26 % დარჩა შესამოწმებელი

კომენტარები