შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 1 ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამასთან ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედრის ფრაგმენტი. ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 8 ადამიანს ეძებენ.
რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.