სტიქია შოვში

შოვიდან 55 კილომეტრში კიდევ 1 ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

შსს

შოვში, სტიქიის ზონიდან 55 კილომეტრში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნ დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზრდა.

"სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი." - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ.

16 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ეპიცენტრში პრაქტიკულად მთლიანად არის ტერიტორია შემოწმებული.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები