სტიქია შოვში

მღებრიშვილი: გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, მათ შორის, იმ ლოკაციაზე, სადაც დღეს საოჯახო ნივთებისა და ტანსაცმლის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი. 

"დღეს დაახლოებით ორი საათის უკან ახალი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც დაიწყო საძიებო სამუშაოები. აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გახდა საფუძველი. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო გვაძლევს საფუძველს, რომ იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, შედეგები შეიძლება, გვქონდეს საძიებო კუთხით". – ამბობს მღებრიშვილი. 

თემურ მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დეკემბრის თვეში მოხდება ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება. 

"ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება". – თქვა მღებრიშვილმა. 

ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 18 ცხედრიდან 14 იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას ონის მერი, სერგო ხიდეშელი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ კიდევ 16 დაკარგულს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

 

კომენტარები