იუსტიციის სახლი

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობას 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს

Facebook - Public Service Hall / იუსტიციის სახლი

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.

როგორც საქართველოს იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ამ რეჟიმში 21:00 საათამდე მოემსახურება.

"მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია, დაახლოებით, 16:00 საათზე გამოცხადდა.

თბილისის იუსტიციის სახლის განცხადებით, უწყებაში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა, რის შემდეგაც პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

კომენტარები