თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, უწყებაში ჯერჯერობით დაუზუსტებელი საშიშროების შესახებ შეტყობინება შევიდა.
როგორც ტაბულას იუსტიციის სახლის პრესსამსახურში უთხრეს, მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.
იუსტიცია: ევაკუაცია ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა
იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტების ნაწილიც.