იუსტიციის სახლი

იუსტიცია: ევაკუაცია ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა

Facebook - Public Service Hall / იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლის განცხადებით, უწყებაში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა, რის შემდეგაც პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

"გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებში". – ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია, დაახლოებით, 16:00 საათზე გამოცხადდა.

იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტების ნაწილიც.

კომენტარები