იუსტიციის სახლი

გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობს

Facebook - Public Service Hall / იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლის ფილიალები გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მუშაობს - ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, იუსტიციის სახლი მუშაობას 23:00 საათამდე გააგრძელებს. 

"გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახურების მიღება შეძლონ" - წერია იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები