იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, უწყებაში ჯერჯერობით დაუზუსტებელი საშიშროების შესახებ შეტყობინება შევიდა.

როგორც ტაბულას იუსტიციის სახლის პრესსამსახურში უთხრეს, მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

იუსტიცია: ევაკუაცია ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა

იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტების ნაწილიც.

კომენტარები