ტეილორ სვიფტი

კონცერტის მსვლელობისას ტეილორ სვიფტმა შემთხვევით მწერი გადაყლაპა – [VIDEO]

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას შემთხვევით მწერი გადაყლაპა. შემთხვევა ჩიკაგოში Eras Tour-ის ფარგლებში გამართული შოუს დროს მოხდა.

გრემის მფლობელი მომღერალი თავისი ბენდის ახალი წევრს, პიანისტ კარინა დეპიანოს წარადგენდა, როდესაც პირში მწერი შეუფრინდა.

"მწერი გადავყლაპე. ვწუხვარ, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ თავს სულელად ვგრძნობ. ისე გემრიელი იყო. ალბათ ყველამ დაინახეთ ხო? ამ საღამოს ალბათ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, იმიტომ რომ აქ ათასობით მწერია". – ამბობს მომღერალი.

Eras Tour მომღერლის 17-წლიან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკონცერტო ტურია. 60 კონცერტი აშშ-ს, მექსიკის, არგენტინისა და ბრაზილიის ქალაქებშია დაგეგმილი.

კომენტარები