ტეილორ სვიფტი 2024 წლის MTV Video Music Awards-ის შვიდი კატეგორიის გამარჯვებული, მათ შორის, მთავარი ჯილდოს - წლის ვიდეოს მფლობელიც გახდა.
სვიფტმა წლის ვიდეოს ჯილდო Fortnight-ის მუსიკალურ კლიპში აიღო, რომელშიც ასევე ამერიკელი რეპერო Post Malone მონაწილეობს. მომღერალმა ასევე წლის მუსიკოსისა და ზაფხულის სიმღერის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
სვიფტმა, რომელიც დასაწყისიდანვე ყველაზე მეტ ნომინაციაში იყო დასახელებული, ცერემონიის ბოლოს ბიონსეს რეკორდიც მოხსნა და მისი 30-ე VMA-ს ჯილდოც აიღო. ცნობისთვის, 43 წლისა ამერიკელი პოპ დივა ჯამში VMA-ს 25 ჯილდოს მფლობელია.