ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ მესამე პრეზიდენტის ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე მიიღო შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება გრძელდება. ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ენმ ქვეყნის და მესამე პრეზიდენტის, ამასთან ნიკა გვარამიას და ლაზარეს თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
"რუსული პარტია საქართველოში, მატყუარების პარტია ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე, როგორც მათ სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ - ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ვარშავაში დაუყოვნებლივ არ გადაყვანასთან დაკავშირებით. სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს, ანუ მიიღო წარმოებაში და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება.
როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.
[...] ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების თავისუფლებისთვის- რომა შამათავა და სხვა სამხედრო ბიჭები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გასამართლებული და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე".- განაცხადა ხაბეიშვილმა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლომ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა, ამასთან სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ბუზისგან სპილოს შექმნას და ამის საფუძველი არ არსებობს. ამასთან განმარტავს, რომ განმარტავს, რომ ეს არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება და სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საჩივარს არსებითად განიხილავს.
11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. მაშინ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ის დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებდა.
"შემიძლია, გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ. რა მოთხოვნით და როდის არის შესული, ამაზე საუბარს მოვერიდებით. იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ და არ ვიტყვით, რა ფორმის არის საჩივარი, რა მოთხოვნა არის და არის თუ არა ამ საჩივარში 39-ე მუხლის შესახებ მოთხოვნა. ქართულმა ოცნებამ ეს იცის და საქმის სამართლებრივად წარმართვისთვის ეს სრულად საკმარისია". - ამბობდა ჩალაძე.