მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით რეპუტაციული ზიანი არ მოგვადგა

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები