დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ევროპელი დეპუტატები მაკრონს ტაივანის საკითხზე: შენ არ საუბრობ ევროპის სახელით

ემანუელ მაკრონი

ჩინეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა დეპუტატების ჯგუფმა მთელი მსოფლიოდან გააკრიტიკეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის "არასწორი შეფასებები" ტაივანზე, რომელიც მან ბოლო ინტერვიუში გამოცემა POLITICO-სთან გააკეთა.

"[მაკრონის კომენტარები] არა მხოლოდ უგულებელყოფს ტაივანის სასიცოცხლო ადგილს გლობალურ ეკონომიკაში, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო თანამეგობრობის ათწლეულების ვალდებულებას ტაივანის სრუტეზე მშვიდობის შესანარჩუნებლად.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის სიტყვები სასტიკად ეწინააღმდეგება ევროპის საკანონმდებლო ორგანოებში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ განცდას" - ამბობს ჩინეთის საკითხზე პარლამენტთაშორისი ალანსი (IPAC). განცხადებას ხელს აწერენ ევროპის პარლამენტის 15 წევრი, მათ შორის ერთი მაკრონის პარტიის წევრი, ასევე 3 ევროპარლამენტარი და 13 დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკრონის შენიშვნები ტაივანის სრუტეში ჩინელი სამხედროების მიერ მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფონზე განსაკუთრებით უხერხულია.

პრაღაში პოლიტიკოსები კიდევ უფრო შორს მიდიან და ამბობენ, რომ მაკრონის განცხადებები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობების ძირს უთხრის.

"მაკრონი ამას ისევ აკეთებს. ლაპარაკობს ჩინეთზე ევროკავშირის ნულოვანი ნებართვით [...] დასავლეთის დიდი შეცდომაა, რომ თავის თავს უფლება მისცეს, გაიყოს ბეიჯინგთან ურთიერთობაში." - ამბობს ჩეხი მაღალჩინოსანი.

ყველაზე მაღალი რანგის გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც მაკრონს აკრიტიკებს, არის ნორბერტ როტგენი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი. როტგენმა, ყოფილმა მინისტრმა და პარტიის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, თქვა, რომ საფრანგეთის პოლიტიკა, ევროპას გეოპოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს.

"თითქმის ირონიულია, რომ მაკრონი, ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც უკრაინისთვის შოლცზე უფრო ნაკლებს აკეთებს, ჩინეთზე თავისი განცხადებებით აშშ-ს შორდება." - თქვა როტგენმა.

POLITICO-სთან საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ტაივანთან მიმართებაში ევროპა არც აშშ-ს და არც ჩინეთის პოზიციას არ უნდა მიჰყვეს.

მაკრონმა ისაუბრა ევროპის "სტრატეგიულ ავტონომიაზე", რისთვისაც, მისი აზრით, საჭიროა არ მოყვნენ სხვის კონფლიქტებში.

"ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპაა, არის იმ კრიზისებში მოყოლა, რომლებიც ჩვენი არაა და რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენებაში ხელს შეგვიშლის". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი თვლის, რომ ტაივანის გარშემო ესკალაცია ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა მათ არ უნდა მისდიონ არც აშშ-ს და არც ჩინეთის მიდგომებს.

"პარადოქსი იქნება, პანიკაში ვირწმუნოთ, რომ მხოლოდ ამერიკის მიმდევრები ვართ... კითხვა, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანის [კრიზისის] დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელებმა ამ საკითხზე აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას მივდიოთ". – თქვა მაკრონმა POLITICO-სთან.

 

კომენტარები