დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ტაივანის სრუტე 26-მა ჩინურმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაკვეთა – ტაივანი

ტაივანის საჰაერო ძალების F-16 (დაბლა) და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების H-6 (მაღლა) ტაივანთან. 2020 წლის 10 თებერვალი.
ჩინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო / AP

ტაივანის მინისტრის ინფორმაციით, ტაივანის სრუტე 26-მა ჩინურმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაკვეთა. 40-ზე მეტმა თვითმფრინავმა ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონას გადაუფრინა. 

შეგახსენებთ, რომ ტაივანის საზღვართან ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, კუნძულის მიმართულებით განლაგდა ჩინური საბრძოლო საზღვაო ხომალდები, მოიერიშე თვითმფრინავები და ბომბდამშენები. 

11 ივლისის ტაივანის დაზვერვის სამსახურმა 34 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს, მათ შორის H-6 ტიპის ბომბდამშენები. 

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, წვრთნების მიზანი ჩინეთის სამხედრო ძალების უნარის შემოწმებაა.

კომენტარები