ჩინეთი-ტაივანი

ტაივანის გარშემო სამდღიანი წვრთნების დასრულების შემდეგ საბრძოლველად მზად ვართ – ჩინეთი

ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებული ძალებში ამბობენ, რომ საბრძოლველად მზად არიან. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. –

"შეიარაღებული ჯარები მზადაა, ნებისმიერ დროს იბრძოლოს "ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი ფორმისა და უცხოური ჩარევის მცდელობებს დასაძლევად". - ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ჩინეთის გასული კვირის განცხადებით, ქვეყანა იწყებს სამდღიან სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

"წვრთნები, სახელწოდებით ერთიანი ბასრი ხმალი, მოიცავს საბრძოლო მზადყოფნას პატრულირებას და წვრთნებს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ზღვასა და საჰაერო სივრცეში". - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ში იიმ.

სამხედრო წვრთნების დაწყებიდან მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წყლებზე ზუსტი დარტყმების სიმულაცია ჩაატარა

ჩინელი სამხედროების მიერ კუნძულზე ალყის შემორტყმის შემდეგ, აშშ-მ ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები