თუ ვინმე დააშავებს, კანონის შესაბამისად [აგებს პასუხს], იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი, ბეჟან წაქაძე თუ ვინმე სხვა. [მარტის აქციებზე] პოლიტიკოსებმაც დააშავეს, მაგრამ ეს რა სტატუსით, როგორ და რა პროცენტით იყო, ამას გაარკვევენ [...] ხედავთ, საფრანგეთში რა ხდება. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები გაცილებით ლმობიერად იქცევიან, ვიდრე პარიზში. ჩვენ გამოვიყენეთ ადეკვატური ძალა, ისიც ძალიან მსუბუქად, რომ იმაზე მეტი უბედურება არ მომხდარიყო, რაც მოხდა. ეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება იყო, რომ როდესაც ადამიანი არ გიჯერებს და დანაშაულს სჩადის, უნდა აღკვეთო [...] ცალსახად ჩვენ ვერავის ვენდობით. ცალსახად, რომ აი, მივენდოთ და რასაც იტყვით თქვენ, გავაკეთოთ - ვერც ევროპასა და ამერკას და ვერც ვერავის.
tbl.ge/6bqx
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ. მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის თქმით, თუ 7-9 მარტის აქციებზე მიმიდნარე მოვლენების დროს პოლიტიკოსების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა გამოიკვეთება, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან.
ბეჟან წაქაძეაქცია რუსული კანონის წინააღმდეგსაქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვასაქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- სასამართლომ 7-8 მარტის აქციების საქმეზე ჯაფარიძე და მოსიაშვილი 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა
- მალაშხია: მადლობა ყველას, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა
- სუს: აშშ-ის მოქალაქე არ შემოვუშვით, კავშირში იყო აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ტრენინგში
- აქციაზე დაზარალებული მოქალაქე ვოლსკის: თუ რამე კითხვები აქვთ, მოვიდნენ და შემეკითხონ
- ცისკარიშვილი 7-9 მარტზე: თავისით ხომ არ გამოსულან პირველივე დღეს, მანამდე ჩვენი აქციებიც იყო