აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

პაპუაშვილი: პარალელებია მაიდანთან - მექორწილე წყვილით და სხვა ვიზუალებით იფუთება ძალადობა

მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს წამოწყებული - ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათ ოჯახის წევრებზე. ერთი რომ სპორტსმენებსა და ხელოვანებზე მიდიოდა ზეწოლა და მათ ოჯახის წევრებზე. საჯარო გახდა, რომ მიდიოდა ზეწოლა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, ქვეყნდებოდა პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი - ვინ დგას ამის უკან, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ.

რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, იმას ასახავს ზუსტად, რასაც რეალურად ვხედავთ, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. [...] ვხედავთ საქართველოს ქუჩებში პირდაპირ პარალელებს მაიდანთან - მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები აბსოლუტურად იგივე რიტუალის და ვიზუალის დადგმა, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, რომ იყოს ერთგვარი შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომლებიც სინამდვილეში ხდება.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების ბრიფინგზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციებზე საუბრისას.

კომენტარები