ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? იქ კანონი უზენაესია და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას [ლაზარე გრიგორიადისი] დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებსა და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს, თავისუფალი გამოხატვის უფლებები ძალადობაში გადაეყვანათ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიცემული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული.
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
ზარქუა მარტის აქციებზე: დანაშაულის უკან გამოკვეთილი პოლიტიკოსები პასუხისგებაში მიეცემიან
tbl.ge/6bqf
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისსა და 7-9 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე.
ამავე თემაზე
- ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- სპეცრაზმელების მიერ ნაცემ ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
- გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები
- აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს გამოვკითხავთ, გამოძიება 3 მუხლით დაიწყო – შსს
- პაპუაშვილი: პარალელებია მაიდანთან - მექორწილე წყვილით და სხვა ვიზუალებით იფუთება ძალადობა




