ჰოლოდომორი

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1933-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებენ.

"საფრანგეთმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. კრემლის წარსული და ახლანდელი ტოტალიტარული რეჟიმი ვერასოდეს მოუღებს ბოლოს სიმართლეს და სამართლიანობას." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

საფრანგეთის ქვედა პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მსგავსი დანაშაულები არასდროს იქნება დავიწყებული.

"მადლობელი ვარ საფრანგეთის, რომ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა და სტალინის და მისი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამ ისტორიული კენჭისყრით, ეროვნულმა ასამბლეამ ცხადყო, რომ ასეთი დანაშაულები არასოდეს იქნება დავიწყებული და ის არ უნდა განმეორდეს." - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

კომენტარები