გენოციდი

მოლდოვამ, რუმინეთმა და ირლანდიამ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარეს

alexander wlenerberger (creatie commons)

23-24 ნოემბერს, მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარეს. 

"ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ირლანდიის სენატმა, როდესაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა". – წერს უკრაინის საელჩო ირლანდიაში.

მოლდოვა, რუმინეთი და ირლანდიის გარდა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად კიდევ 19 ქვეყანას აქვს აღიარებული.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები