ჰოლოდომორი

ევროპის საბჭომ ჰოლოდომორი გენოციდად ცნო

12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი გენოციდად ცნო. საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში სტალინურ პერიოდში მილიონობით უკრაინელის შიმშილის გენოციდად აღიარებას 73 მომხრე და ერთი წინააღმდეგი ჰყავდა. 

წინა წელს ჰოლოდომორი გენოციდად ევროკავშირმა და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ აღიარა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა და თქვა, რომ ეს მცირე პატივის მიგებაა ჰოლოდომორის დროს შიმშილით დაღუპული მილიონობით უკრაინელისადმი. ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ის მადლიერია ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებით. 

კომენტარები