რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ზელენსკი პოლონეთზე: უკრაინის პოზიცია გამჭვირვალეა – ვცდილობთ ყველა დეტალის დადგენას

უკრაინის პოზიცია [პოლონეთში მომხდარზე] ძალიან გამჭვირვალეა - ჩვენ ვცდილობთ ყველა დეტალისა და ფაქტის დადგენა. ამ მიზნით გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიებას და წვდომა ჰქონდეთ ყველა მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი პარტნიორებისთვის აფეთქების ადგილზე. 

ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, სრულად არის ხელმისაწვდომი - ჩვენ აფეთქების ღამის შემდეგ მას პარტნიროებს ვაწვდით, პირველივე საათებიდან, როდესაც მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა. 

გასულ ღამეს ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას და მივუსამძიმრე - რუსულმა აგრესიამ პოლონეთის 2 მოქალაქე იმსხვერპლა. მე მსურს, ყველამ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ, ვისი სიცოცხლეც რუსულ ომს შეეწირა. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები