რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ლამბრეხტი: თავდაცვის გასაძლიერებლად, პოლონეთს საჰაერო სისტემებს ვთავაზობთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი
REUTERS

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის თქმით, ბერლინმა ვარშავას სარაკეტო თავდაცვის სისტემა პატრიოტი შესთავაზა

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ბერლინმა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა პოლონეთს გასულ კვირას ჩამოვარდნილი რაკეტის შემდეგ საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს.

"ჩვენ პოლონეთს საჰაერო სივრცის დაცვაში დახმარება შევთავაზეთ - Eurofighter-ებისა და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებით". - თქვა ლამბრეხტმა. 

საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა პატრიოტი, ქვეყნის საჰაერო ზონაში შემომავალი რაკეტების დასაჭერადაა შექმნილი.

24 თებერვლის შემდეგ NATO აღმოსავლეთ ევროპაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე გადავიდა. ალიანსის 10-ზე მეტმა მოკავშირემ, გერმანიის ხელმძღვანელობით, ოქტომბერში წამოაყენა ინიციატივა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის პატრიოტის ერთობლივ შესყიდვას გულისხმობს.

ამჟამად გერმანიას პატრიოტის 12 ქვედანაყოფი ჰყავს, აქედან ორი სლოვაკეთშია განლაგებული.

კომენტარები