რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: კრიმინალური რეჟიმის რაკეტები NATO-ს ტერიტორიაზე, პოლონეთშიც დაეცა

ვუსამძიმრებ ჩვენს პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებდა, არამედ NATO-ს ტერიტორიაზე პოლონეთშიც დაეცა. ლატვია სრულად უჭერს მხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს.

Twitter-ზე წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრისკი.  AP News-თან და The Washington Post-თან აშშ-ს დაზვერვის ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ საგანგებო შეხვედრა მოიწვია. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ პოლონეთის მთავრობაში

კომენტარები