საქართველოს საჰაერო სივრცე

Крымский ветер: აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენა შეასრულა

   
Крымский ветер / Telegram  

ტელეგრამ-არხ Крымский ветер-ის ცნობით, აშშ-ს არმიასთან დაკავშირებულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, სახელად Bombardier ARTEMIS II-მა, საქართველოს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა შეასრულა. ტელეგრამ-არხის მონიტორინგის ჯგუფი ინფორმაციისთვის ვებგვერდ Flightradar-ს ეყრდნობა.

როგორც Крымский ветер წერს, თვითმფრინავი Bombardier ARTEMIS II რუმინეთში, მიხაილ კოგალნიჩეანუს აეროდრომიდან აფრინდა და შავი ზღვის საჰაერო სივრციდან ყირიმის, ხოლო საქართველოს საჰაერო სივრციდან რუსეთისა და ირანის დაზვერვას ახდენდა.

ARTEMIS II-მა საქართველოს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა მაისის ბოლოსაც შეასრულა.

 

კომენტარები