რუსეთი სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს, რაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ბუქარესტის მიერ კონსტანცაში რუსეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ გაკეთდა.
"25 ივნისს, კრისტიან ისტრატე, დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას გადაეცა სამინისტროს ნოტა, რომლითაც რუმინეთის გენერალური კონსული სანქტ-პეტერბურგში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნის საკონსულო ოფისი დაიხურა," - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მოჰყვა "ბუქარესტის მიერ კონსტანცაში რუსეთის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობის დაუსაბუთებელ გაუქმებას და მისი დირექტორის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას."




