რა თქმა უნდა, ალბათ, სამართლებრივი პასუხი მოეთხოვებათ, ჩატარდება გამოძიება და იმის მიხედვით დადგინდება, თუ ვინ იყო სისხლის სამართლის დამნაშავე, მაგრამ აქ უკვე დგას მორალური პასუხისმგებლობაც. ჩემი აზრით და, ალბათ, ძალიან ბევრის აზრითაც, კახა კალაძემ უნდა დატოვოს თავისი თანამდებობა. თუმცა, აქ სწორად ბრძანეს, რომ თანამდებობა მათ აქვთ მხოლოდ იმუნიტეტის საშუალებად, რომ მათ არ შეეხებიან. გავიხსენოთ ყველა წინა პრემიერმინისტრი, გავიხსენოთ პრეზიდენტები. თანამდებობიდან წასვლის მერე თითქმის ყველას განადგურებას ცდილობდნენ. ამიტომაც, ესენი თავიანთ სკამს ეჭიდებიან, როგორც გადარჩენის საშუალებას.
tbl.ge/65pr
დაკოპირდა

თქვა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა TV პირველის ეთერში. 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ამავე თემაზე
- კალაძე ვაკის პარკზე: ბუნებრივი პროცესები ხდება, რომლის პრევენციაც არ არსებობს
- ვაკის პარკში ერთ-ერთ ნაგებობას ხე დაეცა
- "მთხოვა, არ გამეხმაურებინა" – დევი მეზურნიშვილი წერს, რომ კალაძემ ბინა აჩუქა
- კალაძე: ტრაგედიამ გამანადგურა, პარალელურად, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე
- კალაძე ჟურნალისტს: არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, გინდათ, ქვეყანა აჯანჯღაროთ




