ვაკის პარკი

კალაძე ჟურნალისტს: არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, გინდათ, ქვეყანა აჯანჯღაროთ

ეს არის ტყუილი და სიცრუე, რომ, თითქოს, შადრევანი იყო დაუსრულებელი. შადრევანი დასრულებული იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო და, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ პირადად მე მივიდოდი ადგილზე, მიმდინარეობდა ტესტირება, სანათების გასწორება და ა.შ. 

მე ვერ გეტყვით მაგას, რატომ არ იმუშავა დამცავმა რელემ თუ ავტომატებმა - ამაზე უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ, რა იყო ის პრობლემა და მიზეზი, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. 

[...] თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი. საერთოდ არ გაინტერებთ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მოხდა, საერთოდ არ გაინტერესებთ ოჯახის უბედურება, საერთოდ არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, თქვენ გაქვთ ერთადერთი მხოლოდ - პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორმე კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ, იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რა ხდება რეალურად, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემებმა და ა.შ. 

ასე მიმართავს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დაუსვა ვაკის პარკის შადრევანის "ნაადრევ გახსნასთან" დაკავშირებით. 13 ოქტომბერს შადრევანში ჩასულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა - ის მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები