ვაკის პარკი

კალაძე: ტრაგედიამ გამანადგურა, პარალელურად, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე

კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა - უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, მშობლებისთვის, პირადად, ჩემთვის, ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა, პარალელურად, უნდა აღვნიშნო ის, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და, რა თქმა უნდა, დღეს ვიმყოფები აქ, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ამ ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს თბილისის განვითარებისთვის. 

თქვა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე მისულმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 13 ოქტომბერს შადრევანში ჩასულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა - ის მალევა საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები