NDI-ის კვლევა

NDI: უმრავლესობის აზრით, ქვეყნის ინტერესებით არც ოცნება და არც არჩეული ოპოზიცია მოქმედებენ

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ:

  • 59% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. წინა კვლევასთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ითაა გაზრდილი;
  • 67% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. წინა კვლევასთან შედარებით მაჩვენებელი 14%-ითაა გაზრდილი.
NDI

ამასთან, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ასევე, უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირგამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები