NDI-ის კვლევა

NDI: 53% ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს EU-ში გაწევრიანებისთვის

MD Photography / Shutterstock

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 28% თვლის, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. 

გამოკითხვის შედეგად, 35% თვლის, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, ხოლო 18% თვლის, რომ არაფერს აკეთებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 18%-მა არ იცის და 1% უარს ამბობს პასუხზე. 

ასევე, მათგან, ვინც თვლის რომ მთავრობს ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, უმრავლესობა 55-ს ზემოთ ასაკის არიან. 

 

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

კომენტარები