NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 62% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული  კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 29% კი ფიქრობს, რომ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. 7% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან, 2%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კომენტარები