NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 82% ევროკავშირში, ხოლო 73% NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, მოსახლეობის საქართველოს მოსახლეობის 82%-სთვის მისაღებია ქვეყნის გაცხადებული მიზანი, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. EU-ში გაწევრიანება მიუღებელი მოსახლეობის 9%-სთვისაა. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 73% ასევე ემხრობა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) გაწევრიანება, ხოლო ეწინააღმდეგება 13%. ორგანიზაციის ცნობით, NATO-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

კომენტარები