NDI-ის კვლევა

NDI: ყოველი მესამე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა

adf.org.au

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

მოსახლეობის 30% ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში ყოველთვე ან უფრო ხშირად იყო, 29%-ის თქმით – უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე, ხოლო 39%-ის თქმით – არასდროს.

კვლევის თანახმად, უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს, ხოლო მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.

NDI

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები