მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევი: დღეს აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქი ლაჩინი აზერბაიჯანის კონტროლს დაუბრუნდა. 

"დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ - აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუჰო და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!". – წერს ილჰამ ალიევი Twitter-ზე. 

ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა. 

ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო. 

აგვისტოს დასაწყისში, ყარაბაღში ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.

ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებების მცხოვრებლებს გასულ დღეებში შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოდან ამ ზონიდან რუსი სამშვიდობოები გავიდოდნენ.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონსა და სომხეთს შორის ახალი დამაკავშირებლი გზის ამოქმედება სექტემბრის პირველი კვირიდან იგეგმება. მანამდე სტეფანაკერტ-ბენძორი-გორისის ავტომაგისტრალი იმოქმედებს.

კომენტარები