მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევის წარმომადგენელი: დიალოგში მონაწილეობას საფრანგეთის მიკერძოებულობის გამო არ მივიღებთ

Greek City Times 

ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჰაჯიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის მხარე მზადაა დაიწყოს საუბარი ევროპულ მხარესთან, თუ აღნიშნული მოლაპარაკებები ბრიუსელში, ნეიტრალურ გარემოში ჩატარდება. აზერბაიჯანმა უარი თქვა ხუთმხრივ მოლაპარაკებებზე, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ევროკავშირს შორის უნდა გამართულიყო. ჰაჯიევი ხნის, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი სომხეთის სასარგებლოდ საფრანგეთის მიკერძოებულობის გამო თქვა. 

ევროპის უსაფრთხოების სამიტზე გრანადაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ ესწრებოდნენ. ამის მიუხედავად, სამიტის ერთ-ერთი აქტიურად განხილული საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და ბოლო ბრძოლა  იყო.

ჰაჯიევმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთი განსაკუთრებით მიკერძოებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ სომხეთის სასარგებლოდ და საფრანგეთის მოლაპარაკებებში ჩართვას არ ემხრობიან. 

კომენტარები