ხანძარი ბორჯომში

ვიცეპრემიერი ბორჯომის ხანძარზე: ევროპაში ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია

ზარალზე ჯერ ნაადრევია საუბარი. ჩვენ მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად მოექცეს კონტროლქვეშ და მოხდეს მისი ლოკალიზება და საბოლოოდ ჩაქრობა. მყისიერად იქნა რამდენიმე უწყების ძალების მობილიზება - საგანგებო სიტუაციების, სატყეო, რეინჯერები, თავდაცვის - ყველა ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა და ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან არის დახმარება. მეზობლებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მინდა მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ხერხდება და რა იყო მიზეზები - მიზეზს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, თუმცა ძალიან რთულია, აქ გასაკვირი რამე იყოს, ეს არის მაღალი ტემპერატურები, ზაფხულის სეზონი. აგვისტოს ბოლო პერიოდია ყველაზე სარისკო პერიოდები. წინა ხანძრები, როდესაც გვქონდა ხანძრების სეზონი ქვეყანაში, ეს იყო ამ პერიოდში.

გადავხედოთ მთელ ევროპას და მთელ კონტინენტს, იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია. დაცული ტერიტორიების 10% ერთ თვეში დაკარგა პორტუგალიამ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბორჯომის ხანძარზე.

კომენტარები