ხანძარი ბორჯომში

შსს: ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. უწყების განცხადებით, ამ დროისთვის, ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა მუშავდება.

"მძიმე ტექნიკის დახმარებით, გაყვანილია გზები და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია. შსს-ს დანაყოფების მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

კომენტარები