ხანძარი ბორჯომში

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. შსს-ს განცხადებით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა" - აღნიშნავს შსს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყის ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. 

კომენტარები