რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი

უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი.

"დღეს მკვდარი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები. დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. ის უკრაინაა". – წერს ვერეშჩუკი.

Reuters-ის ცნობით, ნოვოფედოროვკაში ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. სამინისტროს განცხადებით, არ არიან დაშავებულები. თუმცა, ყირიმის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. 

კომენტარები